სიახლე

,,უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ პუტინის გარემოცვის წევრებიც” – ზელენსკი

მედიაცენტრი

,,უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ არა მხოლოდ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წევრებიც”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე შესთავაზა საკუთარი ინიციატივები მშვიდობის მიღწევის კუთხით, ხოლო კრემლის უარი ომის დასრულებაზე კი მხოლოდ აუარესებს თავად რუსეთის მდგომარეობას. „ბენზინის კრიზისი ღრმავდება, რაც სრულიად სამართლიანი პასუხია პუტინის უარზე, დაასრულოს ეს ომი. ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, თუ როგორ დავაახლოოთ მშვიდობა“, – აღნიშნა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა. მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ომის გაჭიანურების შედეგებს და მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიების გარდაუვალობას. The post ,,უკრაინაში ომის დასრულების იდეას მხარს უჭერენ პუტინის გარემოცვის წევრებიც” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი