სიახლე
რთული ვითარება თელავში: “ავერსის” კლინიკასთან სტიქიამ მიწის მასა და ქვები ჩამოიტანა
Timer
თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახური მუშაობენ დილიდან, სტიქიის ზონაში. სტიქიამ თელავში, განსაკუთრებით კავკასიონის ქუჩა და ალაზნის გამზირი დააზიანა. რთული მდგომარეობაა, ალაზნის გამზირზე მდებარე ავერსის კლინიკასთან, სადაც სტიქიამ ტონობით მიწის მასა და ქვები ჩამოიტანა. სტიქიამ დააზიანა მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულებები, საგზაო ინფრასტრუქტურა. დატბორილია სახლები და კორპუსების პირველი სართულები და სათავსოები. Source
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.