,,არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას – სწორედ ამას აკეთებს უკრაინა” – ილჰამ ალიევი
რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევის შეფასებით, გასული წლის განმავლობაში, ძალიან რთული მომენტების მიუხედავად, უკრაინა ოკუპაციას არ ეგუება. მისივე თქმით, გარკვეული წრეების მხრიდან იყო ზეწოლა, რათა ბრძოლა ოკუპაციის ეფექტურად ფორმალიზების პირობით შეჩერებულიყო, თუმცა ამას არც უკრაინელი ხალხი და არც ქვეყნის ხელმძღვანელობა არ დათანხმდა: „არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა, დღესაც იგივე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას. სწორედ ამას აკეთებს უკრაინა“-განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქოს პოზიცია უცვლელია – ქვეყანა მტკიცედ უჭერს… The post ,,არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას – სწორედ ამას აკეთებს უკრაინა” – ილჰამ ალიევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →