მოლდოვაში რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა
მოლდოვაში, კაუშანის რაიონის სოფელ კოპანკასთან, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი ან დაშავებულები არ მოჰყოლია, თუმცა აფეთქებამ ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია. ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მონაცემებით, საუბარია რუსულ „გერან-2“-ის ტიპის დრონზე. უწყებების განმარტებით, საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე მას შემდეგ გადაკვეთა, რაც რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. პოლიციის გენერალური ინსპექტორატის ცნობით, ადგილობრივებმა დრონის მსგავსი ობიექტი ღამით აღმოაჩინეს, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრეები მობილიზდნენ. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარი მკაცრად დაგმო და მას სუვერენული სივრცის უხეში დარღვევა უწოდა. „ეს ახალი… The post მოლდოვაში რუსული დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →