სიახლე
ხვალიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეფერხების გარეშე ჩატარდება
მედიაცენტრი
14 ივლისიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეფერხების გარეშე ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება. გამოცდაზე რეგისტრირებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გაიარონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. The post ხვალიდან თელავში პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი შეფერხების გარეშე ჩატარდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.