დავით ნარმანია: წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები”. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის სატარიფო რეგულირების მნიშვნელობაზე. ,,წყალმომარაგება კაპიტალტევადი დარგია, სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას. Fitch-ისა და S&P Global-ის ანგარიშებში აღინიშნა, რომ წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სატარიფო გარემო იყოს ყოველთვის პროგნოზირებადი და ხარჯების ამსახველი რეალურ დროში. ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, მარეგულირებელი კომისია სისტემატურად მუშაობს რეგულირების დახვეწასა… The post დავით ნარმანია: წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფ…
პირველწყარო →