სიახლე

სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. The post სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი  „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

The post სარფში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი