სიახლე

უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრის გადადგომას მხარი დაუჭირა

მედიაცენტრი

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, რაც, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, მთლიანი მთავრობის ავტომატურ გადადგომას ნიშნავს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტის 258-მა წევრმა დაუჭირა მხარი. სამთავრობო ცვლილებები უკრაინის პრეზიდენტმა 12 ივლისს დააანონსა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სვირიდენკომ გაწეული მუშაობისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა. „მადლიერი ვარ პრეზიდენტის ნდობისა და ჩვენი გუნდის მუშაობის მაღალი შექებისთვის. ვამაყობ, რომ მქონდა პატივი, მთავრობისთვის უკრაინის უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში მეხელმძღვანელა“-განაცხადა იულია სვირიდენკომ. The post უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრის გადადგომას მხარი დაუჭირა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი