სიახლე

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

GuriaNews

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 19 წლის გოგო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იმ ავტომანქანის მძღოლმა, სადაც გოგონა იჯდა, მართვა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […] The post ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 19 წლის გოგო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იმ ავტომანქანის მძღოლმა, სადაც გოგონა იჯდა, მართვა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწის გორაკს შეეჯახა. 

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი