,,ჩვენი მიზანია არა რუსეთი ბენზინის გარეშე, არამედ უკრაინა რუსეთის გარეშე” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ განხორციელებულმა შორ მანძილზე დარტყმებმა რუსეთს ნათლად აჩვენა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელყოფა არ ღირს. ზელენსკის თქმით, უკრაინული დარტყმების სიზუსტე და შედეგები ყოველდღიურად თვალსაჩინოა, თუმცა ქვეყნის საბოლოო მიზანი ბევრად უფრო მასშტაბურია. „ყოველდღე ვხედავთ ამის შედეგებს, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სიზუსტეს. ჩვენი მთავარი მიზანია არა რუსეთი ბენზინის გარეშე, არამედ უკრაინა რუსეთის გარეშე. უკრაინა ომის გარეშე. უკრაინა ევროპასთან ერთად. უკრაინა და ევროპა მოსკოვის საფრთხის გარეშე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სამხედრო წარმოების, კერძოდ კი უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებაზეც.… The post ,,ჩვენი მიზანია არა რუსეთი ბენზინის გარეშე, არამედ უკრაინა რუსეთის გარეშე” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →