სიახლე
ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პირი
Batumelebi
შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. „დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა“ – წერს შსს. უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ___________ ფოტო: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან The post ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ თაღლითობისთვის ძებნილი პირი appeared first on Batumelebi.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.