სიახლე

ოზურგეთის მერიაში საშტატო ერთეულები მცირდება – რა ხდება რეორგანიზაციის პროცესში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში

GuriaNews

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 103 საშტატო ერთეულიდან 95 დარჩება. ამის შესახებ დეტალები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც „გურია ნიუსი“ წერდა, ცვლილებები საკამათო აღმოჩნდა: შემცირებები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორებიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურები, მაშინ, როცა მატერიალურ-ტექნიკური სამსახური გაძლიერდა. კერძოდ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში ექვსი შტატიდან სამი გაუქმდა. რა ხდება ლანჩხუთსა […] The post ოზურგეთის მერიაში საშტატო ერთეულები მცირდება – რა ხდება რეორგანიზაციის პროცესში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 103 საშტატო ერთეულიდან 95 დარჩება. ამის შესახებ დეტალები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც „გურია ნიუსი“ წერდა, ცვლილებები საკამათო აღმოჩნდა: შემცირებები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორებიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურები, მაშინ, როცა მატერიალურ-ტექნიკური სამსახური გაძლიერდა. კერძოდ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში ექვსი შტატიდან სამი გაუქმდა.

რა ხდება ლანჩხუთსა და ჩოხატაურში? – ამ კითხვით ჩვენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების პრესსამსახურებს მივმართეთ.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს“, – განაცხადეს ლანჩხუთის მერიაში.

რაც შეეხება ჩოხატაურს, მერიიდან მიღებულ კომენტარში აღნიშნულია: „ამ ეტაპზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ პროცესის სრულად დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“.

The post ოზურგეთის მერიაში საშტატო ერთეულები მცირდება – რა ხდება რეორგანიზაციის პროცესში ლანჩხუთსა და ჩოხატაურში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი