დღეს, ქალაქ ოზურგეთში, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გურიის რეგიონული ოფისი დაფუძნდა.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო შაქარიშვილმა თავისი გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ „აგენტურას სურს, ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა იყოს“. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ მასთან ინტერვიუ:
_ თქვენ დღეს ახსენეთ “აგენტურა”. კონკრეტულად, რომელი ქვეყნები იგულისხმეთ და არის თუ არა მათ შორის, მაგალითად, რუსეთი?
_ რომელ უცხო ქვეყანას ემსახურება აგენტურა, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ ვარჩევთ ქვეყნებს _ დასავლეთი იქნება ეს თუ აღმოსავლეთი, სამხრეთი თუ ჩრდილოეთი. მთავარია, ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები ემსახურებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს გამძაფრებულია ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ცდილობენ, ქვეყანაში მოიყვანონ სასურველი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებს.
_ იქნებ, კონკრეტულად გვითხრათ, რომელ უცხო ქვეყანას ჰყავს საქართველოში აგენტურა?
_ ოპოზიციური პარტია ვართ ჩვენ და არა ის ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესების მსახურებით არიან დაკავებულები.
_ ბატონო ვატო, თქვენ და თქვენ პარტიის წარმომადგენელებს რატომ გაგიჩნდათ ამბიცია და სურვილი, არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა?
_ ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ იმას, რაც გაკეთდა 2012 წლის შემდეგ, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მონაპოვარი არის ძალიან მყიფე და ხელისუფლებას დღემდე აქვს არასწორი საგარეო პრიორიტეტები.
შესაბამისად, ჩვენი მთავარი იდეაა ქვეყნის ნეიტრალური სტატუსისთვის მუშაობა. ამისთვის გვჭირდება საპარლამენტო ლეგიტიმაცია, რომ უკვე პარლამენტიდან ვიმუშაოთ ამ იდეის რეალიზაციაზე.
უკვე მერვე ოფისი გავხსენით და აშკარად ჩანს, რომ ყველა რეგიონში ძალიან მაღალია დაინტერესება და მხარდაჭერა ჩვენი პარტიის და ჩვენი იდეების მიმართ.
_ გურიის ოფისის წარმომადგენლები რა კრიტერიუმით შეარჩიეთ ?
_ საერთო ღირებულებები, რა თქმა უნდა _ გამოცდილება, კეთილსინდისიერება… ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი ადგილზე მუშაობის შედეგად გურიიდან მივიღებთ მაღალ მხარდაჭერას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
_ ეს ადამიანები, მათ შორის თქვენც იყავით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და დამფუძნებლებიც იყავით…
_ ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი პოლიტიკური წარსული, ჩვენი ბიოგრაფია, რომელიც, რომელთაც, უბრალოდ, ვამაყობთ.
_ თქვენი პარტია ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“. ამის შესახებ თქვენი ოპონენტები და მედია საუბრობს…
_ რას საუბრობენ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია და არა ის ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურებიან.
_ რამდენად იცნობთ გურიის პრობლემებს? დღევანდელ შეხვედრაზე გურიაში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკის მაგივრად, ევროკავშირის და ნატოს წინააღმდეგ საუბრობდით…
_ მე გურული ვარ, ჩოხატაურიდან. ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემები და რა შესაძლებლობებია აქ. შეხვედრაზეც გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება, ყველა რეგიონზე _ ყველა რეგიონს აქვს განსხვავებული, როგორც პრობლემები, ისე შესაძლებლობები და ჩვენი პროგრამა იქნება ფოკუსირებული თითოეული რეგიონის განვითარებაზე.
ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით, სოციალური… სამწუხაროდ, ვნახეთ საბავშვო ბაღების მიტოვებული მშენებლობები.
ჩვენ ხელისუფლებასთან არც ერთ პრობლემაზე „ენის მოჩლექვით“ საუბარს არ ვაპირებთ. _ჩვენ ვიქნებით ხალხის გვერდში ყველა პრობლემის მოსაგვარებლად,
The post “ყველას გვაქვს პოლიტიკური წარსული, რომლითაც, უბრალოდ. ვამაყობთ” _ ვატო შაქარიშვილი appeared first on გურია ნიუსი.