პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს
პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს. ბრალდებულ ჭიღლაძის მიმართ თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დიდი ალბათობით, ხვალ იმსჯელებს. ,,დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000 ლარის ოდენობით”-განაცხადეს უწყებაში. ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული… The post პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →