სიახლე
უკრაინულმა ძალებმა ვორონეჟში „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანეს
მედიაცენტრი
უკრაინულმა ძალებმა ვორონეჟში „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს, რასაც ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. ბოლო პერიოდში „ვაილდბერისის“ საწყობებზე თავდასხმები გახშირდა, მანამდე უკრაინული დრონების სამიზნე კომპანიის ლოგისტიკური ცენტრები გახდა კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე მოსკოვსა და ტამბოვის ოლქებში. გარდა ამისა, ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ულიანოვსკის ოლქსა და ტუიმაზში. თავდასხმის შედეგად ულიანოვსკის ოლქის ნოვოსპასკოეს თემში მდებარე NS-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. The post უკრაინულმა ძალებმა ვორონეჟში „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.