სიახლე

გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს

მედიაცენტრი

Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. ეს ცვლილება ფაქტობრივად გააუქმებს ვეტოს უფლებას, რომელიც ამჟამად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან თითოეულს აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაბლოკოს. თუმცა, ვადეფულის თქმით, ერთსულოვნება კვლავ სასურველ მიზნად დარჩება. მისი განცხადებით, კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპი „ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, იმ სფეროებშიც იმოქმედოს, სადაც დღეს გადაწყვეტილებების მიღება ჩიხშია შესული.“ The post გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი