სიახლე

ესპანეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრებს კვლავ ვერ აქრობენ, ვალენსიასთან ახლოს ერთი ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქალაქ მანისესთან, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. მადრიდის დასავლეთით ხანძრის ჩასაქრობად 400-ზე მეტი მაშველი, 50 სახმელეთო და 12 საჰაერო საშუალებაა მობილიზებული. ამასთან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მადრიდში ჰაერის დაბინძურების შესახებ გაფრთხილება გამოსცა. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ ღია ცის ქვეშ ყოფნისა და ფიზიკური აქტივობისგან, ხოლო კვამლისა და ფერფლის შემთხვევაში გამოიყენონ ნიღბები და დამცავი სათვალეები. The post ესპანეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი