სიახლე

,,რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ამ კვირაში გაშვებული რაკეტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 700-მდე დრონი, 1 630-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს. მისი თქმით, გაშვებული რაკეტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო. „ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ჯარებს ჰქონდეთ ამ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. უნდა ჩავუშალოთ რუსეთს ბალისტიკურ ტერორზე აგებული გათვლა. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიბალისტიკური რაკეტების პაკეტები დროულად მოვიდეს. თითოეული რაკეტა სიცოცხლეს იხსნის, თუ ის აქ, უკრაინულ სისტემებშია განთავსებული და არა პარტნიორების საწყობებში“, – აცხადებს ზელენსკი. The post ,,რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ამ კვირაში გაშვებული რაკეტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი