,,უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი არსებობდა – რუსეთი“- პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა ადრე თუ გვიან დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს დაკარგავს. პუტინის თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი ისტორიულად რუსეთის ფედერაცია იყო. სანქტ-პეტერბურგში, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთ უკრაინის მიწები, რომლებიც წარსულში პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს ეკუთვნოდა, ქვეყანას იოსებ სტალინმა „აჩუქა“, თუმცა ეს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში მოხდა. „დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა დაკარგავს ამ დასავლურ მიწებს – არა ხვალ, შეიძლება ზეგ, 10 ან 15 წელში, მაგრამ ისტორიულად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი არსებობდა – რუსეთი“, – განაცხადა პუტინმა. რუსეთის… The post ,,უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი არსებობდა – რუსეთი“- პუტინი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →