,,მსურს ვნახო ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში ისე გაწევრიანდნენ, რომ კორუფციის პრობლემა არ ჰქონიათ” – უკრაინელი დეპუტატი
EUobserver-ის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესი რადის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ეჭვგარეშეა, თუმცა ამ გზაზე რთული დაბრკოლებების გადალახვა როგორც კიევს, ისე ბრიუსელს მოუწევს. გამოცემასთან ინტერვიუში კლიმპუშმა აღნიშნა, რომ 2022 წელს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპელთა აზროვნებაში გეოპოლიტიკური გარდატეხა მოხდა, რასაც გაფართოებისა და ევროკავშირის შიდა რეფორმების შესახებ აქტიური დებატები მოჰყვა. როგორც EUobserver წერს, უკრაინის შიდა გამოწვევებზე საუბრისას კლიმპუშმა ღიად აღნიშნა საომარი მდგომარეობის თანმდევი რისკები. მისი თქმით, არსებულმა ვითარებამ მოქმედ პოლიტიკოსთა ნაწილში გააჩინა ცდუნება, უკან დახიონ 2014 წლის შემდეგ მიღწეული დემოკრატიული მონაპოვარი, მათ შორის, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია… The post ,,მსურს ვნახო ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში ისე გაწევრიანდნენ, რომ კორუფციის პრობლემა არ ჰქონიათ” – უკრაინელი დეპუტატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →