ჩინეთის ელჩმა ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში. განსაკუთრებულად შევიგრძენი საქართველოს უნიკალური ხიბლი – მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურა, ხალხის სტუმართმოყვარეობა და ტრადიციებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი განვითარების წლები იყო. „ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი… The post ჩინეთის ელჩმა ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →