მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც რამდენიმე ობიექტზე ხანძარი მოჰყვა. იერიშის სამიზნე ქალაქ ჩეხოვში მდებარე ქარხანა „ჰიდროსტალკონსტრუქცია“ გახდა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებს, ლითონის კონსტრუქციებსა და ენერგეტიკული ობიექტებისთვის განკუთვნილ პროდუქციას აწარმოებს. დარტყმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, დრონების შეტევის გამო ცეცხლი გაუჩნდა კოლედინოში მდებარე ლოგისტიკური კომპანია 3PL-ის საწყობს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის მახლობლად 81 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. The post მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →