სიახლე

ირანი კასპიის ზღვის ინციდენტის საპასუხოდ უკრაინულ პორტზე დარტყმას გეგმავდა

მედიაცენტრი

ირანის ხელისუფლება კასპიის ზღვაში საკუთარ გემზე განხორციელებული იერიშის საპასუხოდ, შავ ზღვაში მდებარე უკრაინის საზღვაო პორტზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ევროპელ და ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, ირანული მხარე საპასუხო ნაბიჯად მცირე ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას გეგმავდა, რომელსაც სიმბოლური ხასიათი ექნებოდა და შედარებით მცირე ზიანს გამოიწვევდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და ვითარების განმუხტვა ოპერატიული დიპლომატიური ჩართულობისა და მუშაობის შედეგად მოხერხდა. The post ირანი კასპიის ზღვის ინციდენტის საპასუხოდ უკრაინულ პორტზე დარტყმას გეგმავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი