სიახლე

ახალციხეში მეჩეთის იმამსა და მისი ოჯახის წევრებს თურქულად საუბრის გამო თავს დაესხნენ

მედიაცენტრი

ახალციხეში მუსლიმ მესხზე, ახალციხის მეჩეთის იმამ შევქეთ დვალიძესა და მისი ოჯახის წევრებზე ათზე მეტმა ადამიანმა იძალადა. შემთხვევა 2026 წლის 18 ივლისს მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინციდენტი იმამის შვილისა და თურქეთიდან სტუმრად ჩასული არასრულწლოვანი ნათესავის თურქულ ენაზე საუბარს მოჰყვა. უცნობმა პირებმა მათ თურქულად ლაპარაკის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აგრესიულად დაუპირისპირდნენ, რაც მალევე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. დაზარალებულების ინფორმაციით, თავდამსხმელები მათ საცხოვრებელ სახლამდე დაედევნენ, ეზოში შეჰყვნენ და ათზე მეტი ადამიანი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა. განსაკუთრებული ძალადობის მსხვერპლი გახდა თავად ახალციხის მეჩეთის იმამი შევქეთ დვალიძე, რომლის კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო. შინაგან… The post ახალციხეში მეჩეთის იმამსა და მისი ოჯახის წევრებს თურქულად საუბრის გამო თავს დაესხნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი