ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი საქართველოში დაკარგული მოგზაურის პოვნაში დახმარებას ითხოვს
ტაილანდური მედიის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულ პოპულარულ იუთუბერს, ჰლუნ სოლოს ეძებენ. ოჯახის წევრებს მასთან კონტაქტი უკვე ორ კვირაზე მეტია არ ჰქონიათ. როგორც მოგზაურის ძმა სოციალურ ქსელში წერს, ჰლუნი საქართველოში ვიდეოკონტენტის გადასაღებად მარტო იმყოფებოდა, ოჯახმა კი მასთან დაკავშირება ბოლოს 13 ივლისს შეძლო. მას შემდეგ მასთან კონტაქტი როგორც სატელეფონო, ისე ინტერნეტის არხებით გაწყვეტილია. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იყო მოგზაურის კონკრეტული მარშრუტი საქართველოში ან რა გარემოებაში გაწყდა მასთან კავშირი. ცნობისთვის, ჰლუნ სოლო ცნობილი კონტენტკრეატორია – მის ფეისბუქგვერდს 2.5 მილიონზე მეტი, ხოლო იუთუბარხს 900 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. The post ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი საქართველოში დაკარგული მოგზაურის პოვნაში დახმარებას ითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →