პოლონეთში 63 წლის კაცი დააკავეს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა ედება ბრალად
პოლონეთში სამართალდამცველებმა ვარშავასთან ახლოს მცხოვრები 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეროვნულ ნიადაგზე საჯარო შეურაცხყოფა და მუქარა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკრაინელ მეზობლებს რეგულარულად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყენებდა უცენზურო ლექსიკას და სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს მათი ეროვნების გამო. ერთ-ერთი შემთხვევისას მამაკაცი ერთ-ერთ დაზარალებულს დაემუქრა. პოლიციის ცნობით, უკრაინის 25 წლის მოქალაქე იძულებული გახდა, თავის დასაცავად საკუთარ ავტომობილში დამალულიყო. როგორც მედია წერს, დაზარალებულმა მომხდარი ტელეფონით გადაიღო, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 63 წლის მამაკაცს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება პოლონეთში რამდენიმე დღის წინ უკრაინელ წყვილზე… The post პოლონეთში 63 წლის კაცი დააკავეს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფა და მუქარა ედება ბრალად appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →