სიახლე

ისრაელი „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

მედიაცენტრი

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, დაჯგუფებამ სამხრეთ ლიბანში ტექნიკაზე თავდასხმა მოაწყო. „ეს ინციდენტი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მხრიდან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. პარალელურად, ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის წარმომადგენლები სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებს ცეცხლს უკიდებდნენ. The post ისრაელი „ჰეზბოლას“ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი