სიახლე

„აგრესორი დღეს დაისჯება” – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

მედიაცენტრი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, ისინი რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს მიიტანენ. „აგრესორი დღეს დაისჯება. ის ქვეყნები, რომლებიც აგრესორს ეხმარებიან, თუ თავიანთ ქცევას არ შეცვლიან, მკაცრ პასუხს მიიღებენ“, – აღნიშნულია უწყების ოფიციალურ განცხადებაში. ამასთან, ირანული მხარე აცხადებს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება მანამ, სანამ ამერიკელი მაღალჩინოსნები მუქარასა და რეგიონის საზღვაო მიმოსვლაში ჩარევას არ შეწყვეტენ. The post „აგრესორი დღეს დაისჯება” – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი