,,რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კომბინირებული იერიში განახორციელა, რისი მსვლელობისასაც პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კოშტამ თავდასხმების მსხვერპლთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა, ხოლო უკრაინისა და პოლონეთის ხელისუფლებებს სრული სოლიდარობა აღუთქვა. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის ანტისარაკეტო და ანტიდრონული შესაძლებლობების მიმართულებით. ევროპა ამ აგრესიის წინაშე ერთიანობას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. The post ,,რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →