სიახლე

იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე იერიშს აშშ-ის სამხედროები ემსხვერპლნენ

მედიაცენტრი

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, იორდანიაში მდებარე აზრაქის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ოფიცერი და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი დაიღუპა. ირანული მხარის ცნობით, იერიში აშშ-ის F-35 ტიპის სამ გამანადგურებელზე განხორციელდა, ხოლო ბაზაზე მყოფ კიდევ სამ თვითმფრინავს სერიოზული ზიანი მიადგა. IRGC-ში აცხადებენ, რომ ეს იყო საპასუხო ნაბიჯი კუნძულ ქეშმზე ამერიკული ავიაციის მიერ მიტანილ საჰაერო დარტყმაზე. მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ცნობისთვის, აზრაქის სამხედრო ბაზაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ცენტრალური სარდლობის 332-ე საექსპედიციო ფრთაა განლაგებული. აღნიშნული ობიექტი ირანის სამიზნე წარსულშიც გამხდარა. The post იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე იერიშს აშშ-ის სამხედროები ემსხვერპლნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი