სიახლე

,,ეს არის ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევა” – პედრო სანჩესი

მედიაცენტრი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ანკლავ სეუტაში შექმნილი მიგრაციული კრიზისი ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს. მისი თქმით, ვითარების დასარეგულირებლად მთავრობა „სახელმწიფოსთვის ხელმისაწვდომ ყველა მექანიზმსა და რესურსს“ გამოიყენებს. სანჩესმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ მდგრად წარმატებას, რასაც ესპანეთმა არალეგალური მიგრაციის შემცირების კუთხით მიაღწია. სანჩესის განცხადებით, კრიზისის უკან ადამიანებით მოვაჭრე დანაშაულებრივი ჯგუფები დგანან. ტრეფიკორებმა ისარგებლეს ესპანეთის უზენაესი სასამართლოს ამათვიური გადაწყვეტილებით (რომლის მიხედვითაც სეუტასა და მელილიაში ზღვით დაკავებული მიგრანტების მაროკოში დაუყოვნებლივ დაბრუნება აიკრძალა) და მიგრანტებს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ განზრახ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს. The post ,,ეს არის ესპანეთის სუვერენიტეტის დარღვევა” – პედრო სანჩესი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი