ესპანეთმა მაროკოს საზღვართან 500-მეტრიანი მცურავი ბარიერის დაყენება დაიწყო
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც სეუტაში მაროკოდან მიგრანტები შეიჭრნენ, პოლიციამ ტარახალის ჯებირზე შემაკავებელი ბარიერის დაყენება დაიწყო. El País-ის ცნობით, ბარიერის სიგრძე 500 მეტრია. წყლის ზემოთ მისი სიმაღლე 70-ს სანტიმეტრამდე აღწევს, ხოლო წყალქვეშ ერთ მეტრს. ბარიერებს შორის სპეციალურ ზონას ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის კატერები გააკონტროლებენ. ამასთან, El País-ის ინფორმაციით, ევროკავშირის 22 ქვეყანა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით სასწრაფო და კოორდინირებულ ერთიან ევროპულ საპასუხო მოქმედებას ითხოვს. ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, მალტის, კვიპროსის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, დანიის, ბულგარეთის, ბელგიის, ფინეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და ხორვატიის… The post ესპანეთმა მაროკოს საზღვართან 500-მეტრიანი მცურავი ბარიერის დაყენება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →