სიახლე
სომხეთის მთავრობა გადადგა
მედიაცენტრი
სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა. ფაშინიანის განცხადებით, გადამდგარი მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ, ხოლო ახლად არჩეული ეროვნული კრების უფლებამოსილების დაწყებისთანავე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუყოვნებლივ დანიშნავს. The post სომხეთის მთავრობა გადადგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.