სიახლე

,,ომანთან ახალი საზღვაო მარშრუტის შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნას არ ნიშნავს” – ესმაილ ბაღეი

მედიაცენტრი

ირანსა და ომანს შორის ახალი საზღვაო მარშრუტის შესახებ მიღწეული შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა. მისი თქმით, ომანთან ამჟამად ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს სრუტის მართვის საერთო მექანიზმთან დაკავშირებით, თუმცა ახალი მარშრუტი არ უკავშირდება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ან მისი დახურვის გაგრძელებას. ბაღეიმ მიღწეულ შეთანხმებას „აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ სრუტის დახურვა აშშ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისა და ირანის საზღვაო ბლოკადის შედეგია, შესაბამისად, ჰორმუზის სრუტის გახსნა სრულიად ცალკე საკითხია. The post ,,ომანთან ახალი საზღვაო მარშრუტის შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნას არ ნიშნავს” – ესმაილ ბაღეი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი