სეუტაში მიგრაციული კრიზისის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სეუტაში მაროკოდან დაახლოებით 50 000 მიგრანტის მასობრივი შეჭრის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ცნობებით, მსხვერპლთა ნაწილი წყალში დაიხრჩო, დანარჩენები კი ტალღამტეხსა და სასაზღვრო ზღუდეებზე ასვლის მცდელობას ემსხვერპლნენ. სეუტაში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლის, მიგელ ანგელ პერეზის განცხადებით, 30 ივლისიდან დღემდე სამედიცინო დახმარება 1 000-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა. მისი თქმით, ქალაქში სიტუაცია შედარებით დარეგულირდა, თუმცა სრული სტაბილურობისთვის დამატებითი ზომებია საჭირო. მედიის ცნობით, ქალაქის მორგში სულ 88 ცხედარია შესვენებული, მათ შორის იმ პირების, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მასობრივ კრიზისამდე ცდილობდნენ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ექსპერტთა შეფასებით, ესპანეთში შესული არალეგალების ეს რაოდენობა უპრეცედენტოა… The post სეუტაში მიგრაციული კრიზისის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →