ჯორჯია მელონი ევროკავშირის მიღმა მიგრანტთა ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოდის
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „ალბანეთის მოდელის“ მსგავსად მიგრანტთა რეპატრიაციის ცენტრების სხვა ქვეყნებშიც გახსნის ინიციატივით გამოდის. იტალიური მედიის ცნობით, უკანონო მიგრაციის სამართავად მელონი აპირებს 4 აგვისტოს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოზე წარადგინოს წინადადება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის დაფინანსებით, გაერთიანების ფარგლებს გარეთ შეიქმნება არალეგალი მიგრანტების განთავსების ცენტრები – მათ შორის სომხეთში, მონტენეგროსა და აფრიკის ქვეყნებში. აღნიშნულ ინიციატივას წინ უძღოდა ჯორჯია მელონისა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს შორის გამართული სატელეფონო საუბარი. მედიის შეფასებით, იტალიის პრემიერი ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ მის საიმიგრაციო პოლიტიკას ევროპული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, მელონი გეგმავს ევროკავშირის საბჭოს სთხოვოს „GSP+“ პროგრამის უფრო მკაცრი… The post ჯორჯია მელონი ევროკავშირის მიღმა მიგრანტთა ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოდის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →