სიახლე

ონლაინ ვაჭრობა, დარღვევები და ჯარიმები: GCCA-მ მომხმარებელთა უფლებების დაცვის 7 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა

GuriaNews

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 7 თვეში, GCCA-ში – 1508 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4655 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106 %-ით არის გაზრდილი. “საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 204 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 472 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 93 მოვაჭრეს – 221 […] The post ონლაინ ვაჭრობა, დარღვევები და ჯარიმები: GCCA-მ მომხმარებელთა უფლებების დაცვის 7 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 7 თვეში, GCCA-ში – 1508 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4655  შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106 %-ით არის გაზრდილი.
“საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 204 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 472 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 93 მოვაჭრეს – 221 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში – 214 398 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 139 საქმეზე – 120 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი – 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები – აჭარა 6 %, იმერეთი 4 %, ქვემო ქართლი 2 %, კახეთი 2 %, სამეგრელო ზემო-სვანეთი 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 628 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 334, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 355, ხოლო სხვა დანარჩენზე – 191. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 70 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 3 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 15 %”,_ აცხადებს მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო.

The post ონლაინ ვაჭრობა, დარღვევები და ჯარიმები: GCCA-მ მომხმარებელთა უფლებების დაცვის 7 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი