სიახლე

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს

News.ge

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან, რომელმაც 17 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს. – რატომ დაუბრუნეს იარაღი პოტენციურ მკვლელს, როცა ნებართვის გაუქმების საფუძველი არსებობდა; – რატომ არ გვაქვს ინფორმაცია პასუხისმგებელ პირებზე, რატომ ვერ შესრულდა პოლიციის მხრიდან აშკარა და […]

პირველწყარო →
ხატია დეკანოიძე:
ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან, რომელმაც 17 წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს.
– რატომ დაუბრუნეს იარაღი პოტენციურ მკვლელს, როცა ნებართვის გაუქმების საფუძველი არსებობდა;
– რატომ არ გვაქვს ინფორმაცია პასუხისმგებელ პირებზე, რატომ ვერ შესრულდა პოლიციის მხრიდან აშკარა და მოსალოდნელი დანაშაულის პრევენციის უმთავრესი ფუნქცია?
– დაიწყო თუ არა სამსახურეობრივ გულგრილობაზე მოკვლევა ან გამოძიება?

მსგავსი