სიახლე

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

GuriaNews

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაზარალებულს ჰპირდებოდა, რომ თითქოსდა პროკურატურასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დაკავებული პირის საქართველოდან ექსტრადირება არ მოხდებოდა. ასევე, იგი […] The post დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაზარალებულს ჰპირდებოდა, რომ თითქოსდა პროკურატურასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დაკავებული პირის საქართველოდან ექსტრადირება არ მოხდებოდა. ასევე, იგი დაზარალებულს არწმუნებდა, რომ დაკავებულისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებასა და ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა. ხსენებული გზით, ბრალდებული დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

The post დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი