ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი რუსეთში განლაგდა – უკრაინის დაზვერვა
ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი რუსეთის ტერიტორიაზე განლაგდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე, ანდრეი ჩერნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფი, რომელიც დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, შესაძლოა უკრაინაზე იერიშებისთვის 120 ბალისტიკური რაკეტითა და ექვსი სარაკეტო გამშვები დანადგარით იყოს აღჭურვილი. რუსული მხარე მათ განთავსებას ვორონეჟის ოლქში გეგმავს. ჩერნიაკმა აღნიშნა, რომ პერსონალისა და შეიარაღების ნაწილი რუსეთში უკვე გადაყვანილია, ხოლო მათი საბოლოო რაოდენობის დასაზუსტებლად მოსკოვსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებები მომავალ თვეში გაიმართება. გასულ კვირას, 2025 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისას კვლავ გამოიყენა ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტა. The post ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი რუსეთში განლაგდა – უკრაინის დაზვერვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →