სიახლე

ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

მედიაცენტრი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის, კერძოდ, მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულთა კომპანიებს მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება ევალებოდათ. აღნიშნული ტენდერების შესრულების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდებულებმა მათ საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, მიაწოდეს ფალსიფიცირებული პროდუქცია, კერძოდ, ცხენის ხორცი, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ ქონებრივი ზიანი. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის… The post ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინ…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი