,,ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი” – ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები „არეული“ იქნება და გარკვეულ დროს მოითხოვს. ვენსმა აღნიშნა, რომ „ირანელები განსაკუთრებულად რთული ხალხია“, რომელთაც „დანაწევრებული სისტემა“ აქვთ. „ჩვენი ამოცანაა ამ სირთულეების გადალახვა და საუკეთესო შედეგის მიღწევა ამერიკელი ხალხისთვის, ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. ამასთან, ვენსის თქმით, ირანთან მიმდინარე პროცესების ფონზე ნავთობის ფასები დაეცემა, ვაშინგტონი კი თავის პოზიციებს გაიმყარებს. „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, ხოლო შეერთებული შტატები უფრო ძლიერ პოზიციაში აღმოჩნდება. თუმცა ჩვენ პროცესების შუაგულში ვართ და ვფიქრობ, ხალხი ცდილობს წინასწარ განსაჯოს, თუ როგორ წარიმართება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა… The post ,,ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი” – ჯეი დი ვენსი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →