სიახლე

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის ირანის მოქალაქეები დააკავეს

მედიაცენტრი

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ირანის სამი მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის ირანის მოქალაქეები დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი