ბათუმში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედა დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გამოძიებით დადგინდა, რომ 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე დაწესებულების სანიტარმა იმშობიარა. მან ჩვილს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მიყენებული მძიმე დაზიანებების გამო, ახალშობილი 27 მარტს, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. სასამართლომ ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე) დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა The post ბათუმში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →