აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ზელენსკიმ კიევში შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვითი თანამშრომლობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიევში შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც თავდაცვითი თანამშრომლობა განიხილეს, კერძოდ კი დრონებზე შეთანხმება და ენერგეტიკის, ნავთობისა და გაზის სფეროში, და სოფლის მეურნეობის საკითხებში თანამშრომლობა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,ძალიან მადლობელი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ დღეებში ჩვენი ხალხისთვის ჩამოსვლის საშუალება და ჩვენი მხარდაჭერის შესაძლებლობა გამონახეთ,” – განაცხადა ზელენსკიმ. თავის მხრივ, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი შემდგომშიც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ,,შეგიძლიათ სრულიად გქონდეთ ჩვენი იმედი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი. და, როგორც ძალიან კარგად იცით, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ… The post აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ზელენსკიმ კიევში შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვითი თანამშრომლობა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →