ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში 30 წლის ქალის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად იმყოფებოდა მდინარის სანაპიროზე, რა დროსაც ერთ-ერთი შვილი დინებამ გაიტაცა.
ბავშვის გადასარჩენად დედა წყალში გადახტა.
ბავშვის ცხედარი მალევე იპოვეს, ხოლო ქალის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
The post ხობში მაშველები 30 წლის ქალის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ appeared first on გურია ნიუსი.