დონალდ ტრამპი აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც ქვეყანაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის მკვეთრ შეზღუდვას ითვალისწინებს. პირველი დოკუმენტი მიმართულია „მშობიარობის ტურიზმის“ წინააღმდეგ – კერძოდ, იზღუდება ტურისტული და ბიზნეს ვიზების გამოყენება იმ მიზნით, რომ ახალშობილმა ავტომატურად მიიღოს ამერიკის მოქალაქეობა. მეორე განკარგულებით კი მოქალაქეობის უფლება ერთმევათ მტრული სახელმწიფოებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე უცხოელი დიპლომატებისა და სახელმწიფო მოხელეების შვილებს. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოქმედ სისტემას ბოროტად იყენებენ. პირებს, რომლებიც მსგავს სქემებში მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა ბრალი თაღლითობისა თუ სხვა დანაშაულებისთვის წაუყენონ. The post დონალდ ტრამპი აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →