,,სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას”-ამერიკის საელჩო
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციას გმობს. ,,დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. The post ,,სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას”-ამერიკის საელჩო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →