ხანძარი იყო ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სასაწყობე სივრცეს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ზარალი გამოიწვია ხანძარმა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს დაკვამლიანების სალიკვიდაციო სამუშაოები.
მოვაჭრეების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების დაზიანება გახდა.
The post ხანძარი ე.წ. ხოფის ბაზრობაზე — ცეცხლი სასაწყობე სივრცეს გაუჩნდა appeared first on გურია ნიუსი.