სააგენტო "პარალელი"
“ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა” – ზაზა ბიბილაშვილი
მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც იგი რუსოფობიაზე ამახვილებს ყურადღებას, მიმე შეფასებებით და ირონიის თანხლებით ეხმაურება ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:
“ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის “რუსოფობიაზე” ისაუბრა. ხაზს ვუსვამ – რუსოფობიაზე.
აბა, თუ გამოიცნობთ, რომელია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პროპაგანდისტულ ტერმინს – “რუსოფობიას” – იყენებს? ტერმინს, რომლის მიზანია, ბოროტების იმპერიის სისხლიანი პოლიტიკითა და აგრესიული ქმედებებით განრისხებული ადამიანები ირაციონალური ზიზღით მოტივირებულ ველურებად წარმოაჩინოს?
დიახ – თქვენ მოიგეთ ბერას დისკი! ეს ერთადერთი ქვეყანა რუსეთია. ოკუპანტი რუსეთი.
ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა.
გმადლობთ, ბრიფინგი დასრულებულია“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
“ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა” – ზაზა ბიბილაშვილი
პარალელი